16 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა შიმშილობა შეწყვიტეს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, რომლებიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოთხოვნით პარტიის ოფისთან კარვებში შიმშილობდნენ, შიმშილობის აქცია შეწყვიტეს. 

ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, მას შემდეგ რაც მოშიმშილეებთან წუხელ ღამით სააკაშვილის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე მივიდა და სააკაშვილის თხოვნა გადასცა შიმშილობის შეწყვეტაზე. 

გიორგი მშვენიერაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა თხოვნით მიმართა მოშიმშილეებს რომ იგი თავად მიმართავს შიმშილობას, თუკი ისინი არ შეწყვეტენ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას. 

"მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყება იქნება ფატალური შედეგის მომტანი და ამიტომ, თანამებრძოლებთან  ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავიდეთ ბრძოლის შემდეგ ეტაპზე, რომელიც იქნება მრავალფეროვანი და არაძალადობრივი, მანამ, სანამ ქვეყანაში სამართლიანობა არ გაიმარჯვებს და არ დასრულდება პოლიტიკური მართლმსაჯულება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავდივართ ბრძოლის სხვა ეტაპზე,"- განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები