16 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
ბოიკოტის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები, შესაძლოა, პარლამენტში დაბრუნდნენ - ისინი  დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

"ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო დეპუტაცია მზად არის შეწყვიტოს ბოიკოტი და პარლამენტში დაბრუნდეს, თუ პატიმარი ექსპრეზიდენტის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტების შესწავლის მიზნით, საგამოძიებო კომისია შეიქმნება.

"თუკი ჩვენ ვნახავთ, რომ ეს საგამოძიებო კომისია იქნება გამოძიების ძალიან ადეკვატური ჩანაცვლება ოპოზიციის მიერ,  რომელიც, სამწუხაროდ, შეწყდა, შეწყდება ჩვენი ბოიკოტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ სხვა ბერკეტი იმისათვის, რომ გამოვიძიოთ კონკრეტული დანაშაული, უკვე აღარ გვაქვს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე. 

გიორგი გახარიას პარტია არ აპირებს, საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭიროს. 

მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას, თავად ოპოზიცია არ დაუჭერს მხარს. 

""ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში საზოგადოებას თავი დაამახსოვრა, როგორც ყველაზე არათანმიმდევრულმა და უპასუხისმგებლო პარტიამ. მათ მიაჩნიათ, რომ საკუთარმა ამომრჩეველმა კი არ აირჩია პარლამენტში, არამედ მიხეილ სააკაშვილმა აარჩია.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ეს ინიციატივა საკმაოდ ბუნდოვანია. თუმცა, სწორედ "ქართულმა ოცნებამ" უზრუნველყო ის, რომ ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტში ძლიერი ინსტრუმენტები ჰქონდეს, მაგრამ ჩემი აზრით, ამას თვითონ ოპოზიციის მხრიდანაც არ ექნება მხარდაჭერა,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები