16 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
შეიქმნება თუ არა, სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელსაც მინიმუმ 50 დეპუტატის ხმა სჭირდება - ვინ დაუჭერს მხარს ინიციატივას

შეიქმნება თუ არა, სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელსაც მინიმუმ 50 დეპუტატის ხმა სჭირდება - საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად აუცილებელი იქნება ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ - "ნაციონალურმა მოძრაობამ" უარი თქვას ბოიკოტის რეჟიმზე და პარლამენტში დაბრუნდეს.

ინიციატივასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებში განსხვავებული განცხადებები კეთდება. 

პარტია "ლელოში" ამბობენ, რომ ისინი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ. კომისიის მხარდაჭერას აპირებენ პარტია "გირჩშიც", თუმცა ულტიმატუმების ფონზე. იაგო ხვიჩია "ნაციონალურ მოძრაობას" რამდენიმე პირობას უყენებს. 

"ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ საგამოძიებო კომისიაში, მაგრამ მის შექმნასთან დაკავშირებით, ხელს არ შევუშლით "ნაციონალურ მოძრაობას" იმ შემთხვევაში, თუკი ისინი საჯაროდ დადებენ პირობას და იტყვიან, რომ როდესაც ჩვენ დაგვჭირდება მსგავსი საგამოძიებო კომისიის შექმნა - მხარს დაგვიჭერენ და ასევე, მათი ტელეარხების მეშვეობით შეწყვეტენ იმის ტირაჟირება, რომ თურმე ჩვენ ქოცების მეგობრები ვართ,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია. 

პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა, ადვოკატების დახმარებით ოპოზიციას გუშინ მიმართა, მის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

დღის ამბები