26 დეკემბერი 2024,   21:28
ვრცლად
თუ "ომიკრონის" ასეთი მასშტაბური გავრცელება იქნება, შესაძლებელია, შემდეგ კვირას არასახარბიელო მაჩვენებლები გვქონდეს - მაკა ბულეიშვილი

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ ახალმა "ომიკრონ" ვარიანტმა, შესაძლებელია  ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა გამოიწვიოს.

ექიმები მოსახლეობა განსაკუთრებული სიფრთხილისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ვირუსის შესაკავებლად ერთადერთი გამოსავალი  იმუნიზაციის პროცესის გააქტიურებაა. 

პროფესორის, მედიცინის აკადემიური დოქტორის მაკა ბულეიშვილის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში შეინიშნება კოვიდინფიცირებულების რიცხვის მატება. 

"წინა კვირას შედარებით სტაბილური მდგომარეობა იყო, დაინფიცირებულთა რიცხვის მატება შედარებით ნაკლები იყო. მაგრამ ეს ბოლო დღეებია შეინიშნება სერიოზული მატება, ცხადია ეს ყველაფერი დაკავშირებულია მობილობასთან, "ომიკრონის" თუ ასეთი მასიური, მასშტაბური გავრცელება იქნება,  შესაძლებელია, რომ შემდგომ კვირას გვქონდეს არასახარბიელო მაჩვენებლები,"- აცხადებს მაკა ბულეიშვილი.

როგორც მედიცინის დოქტორი, ექიმი-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა ამბობს, "ომიკრონის" გავრცელების ალბათობა გაცილებით მაღალია, რაც ჰოსპიტალურ სექტორზე ნეგატიურად იმოქმედებს.

"ომიკრონის" გავრცელების საშიშროება ბევრად მაღალი არის. მთელს მსოფლიოში დღესდღეობით უკვე გვაქვს საკმაოდ მაღალი ციფრები. შესაბამისად, ეს იქონიებს ზეგავლენას ჰოსპიტალურ სექტორზე, მოხდება მისი გადატვირთვა. ამიტომ მნიშვნელოვანი არის ვაქცინაცია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დადებითი შედეგები აქვს "ბუსტერ" დოზებს,"- აცხადებს ლაშა უჩავა.

დღის ამბები