16 ნოემბერი 2024,   09:04
ვრცლად
მათი ამოცანა ერთ ადამიანზე, ვიწრო პარტიულ ინტერესებზე ორიენტირებაა - მიხეილ დაუშვილი სააკაშვილის ინიციატივებზე  

მიხეილ სააკაშვილის წერილს გიორგი გახარიას პარტიაში პასუხობენ. მსჯავრდებული პრეზიდენტი დაინტერესდა, ექნება თუ არა გახარიას გუნდის წევრების მხარდაჭერა ისეთ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც კონკრეტულად სააკაშვილს არ დაუკავშირდება.

მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების და ლიდერის განცხადებები ალოგიკურია და ახალი ინიციატივების წამოჭრისას ჩამოყალიბება სჭირდებათ.

"რაღაცა ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს, დღეს რაღაც ერთს რატომ აინიცირებ და გუშინ აბსოლუტურად რადიკალურად მეორე საკითხი რატომ დააინიცირე. რეალობა არის ის, რომ პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდნენ საერთოდ რა სტრატეგია აქვთ. და მეორე, სწორედ ეს ადასტურებს იმას, რომ მათი ამოცანა მოქალაქეზე და სახელმწიფოზე ორიენტირება კი არ არის, მათი ამოცანა - ერთ ადამიანზე, ვიწრო პარტიულ ინტერესებზე ორიენტირებაა. ეს არის ჩვენთვის მიუღებელი," - აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი.

დღის ამბები