"ლეიბორისტული პარტია" პარლამენტში შესვლის საკითხზე მსჯელობს - ამის შესახებ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ისაუბრა.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა განმარტა, რატომ ფიქრობს საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნებას. პარტიაში ფიქრობენ, რომ ბოიკოტის რეჟიმმა არ გაამართლა, ვინაიდან სხვა ოპოზიციური პარტიები აგრძელებენ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას.