UNESCO-ს მოკლული ჟურნალისტების სიაში ქართველი ჟურნალისტის მოხვედრას ოპოზიციონერი დეპუტატები გამოეხმაურნენ. მათი თქმით, სასახელო ნამდვილად არ არის UNESCO-ს მოკლული ჟურნალისტების სიაში ქართველი ჟურნალისტის მოხვედრა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ UNESCO-მ გარდაცვალების რიცხვი 5 ივლისი მიუთითა რაც ნიშნავს, რომ ოპერატორის გარდაცვალება ძალადობრივ რეჟიმს უკავშირდება.
"პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარდაცვალების თარიღი 5 რიცხვის არის მითითებული. UNESCO-მ ამით ხაზი გაუსვა, რომ ლექსოს გარდაცვალება უკავშირდება იმ ძალადობრივ მოქმედებებს, რომელიც დატრიალდა თბილისში. ყოველთვის, როდესაც რეჟიმს ვებრძვით ჟურნალისტები მართლაც არიან წინა პლანზე, ყოველთვის ფრონტის ხაზზე და ყველაზე მეტი მათ ხვდებათ, ყველაზე მეტი გაფრთხილება მათ სჭირდებათ, რომ მსგავსი ტიპი ინციდენტები ამ ქვეყანაში აღარ განმეორდეს,"-აცხადებს ბაჩო დოლიძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ეს არის სამწუხარო გზავნილი.
"ეს არის სამწუხარო გზავნილი, სამწუხაროა თავად ლექსოს ფაქტი. ეს არის ავტოკრატიული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ის, რომ საქართველოც არსი მოკლული ჟურნალისტების სიაში, ეს ნამდვილად არ არის სასახელო. ეს ნიშნავს, რომ სიტყვის თავისუფლების გავრცელებისთვის, თავისუფალი აზრის გავრცელებისთვის საქართველოში ადამიანებს კლავენ,"-აცხადებს პაატა მანჯგალაძე.