16 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
"მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს და შეცვივდნენ პარლამენტში, ჩვენმა ბოიკოტმა აზრი დაკარგა" - გიორგი გუგავა

"ლეიბორისტული პარტიის" პარლამენტში შესაძლო შესვლასთან დაკავშირებით, "კურიერთან" განმარტება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ გააკეთა. ის ადასტურებს, რომ ამ თემაზე მსჯელობა მიმდინარეობს და განმარტავს, რომ ბოიკოტის რეჟიმმა არ გაამართლა, ვინაიდან სხვა ოპოზიციური პარტიები აგრძელებენ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას. 

"მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ დაარღვია საერთო შეთანხმება იმის შესახებ, რომ ბოიკოტირება ბოლომდე მისულიყო და მიგვეღო ახალი არჩევნები, ხელი მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს, შეცვივდნენ პარლამენტში და ვერაფერი ვერ მიიღო ვერც ხალხმა და ვერც ოპოზიციამ, ბუნებრივია, მარტო ჩვენმა ბოიკოტირებამ დაკარგა აზრი. ფაქტია, ამით გაამყარეს და სრული ლეგიტიმაცია მისცეს გაყალბებული არჩევნების შედეგებს და, ნებსით თუ უნებლიეთ, ითამაშეს ხელისუფლების თამაში. შალვა ნათელაშვილს ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს, იხრება უფრო არ შესვლისკენ, მაგრამ ერთია მისი პიროვნული განცდები და მეორეა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარტია, ამომრჩეველი და რა სჭირდება საერთო საქმეს,"-აცხადებს გუგავა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები