26 აპრილი 2024,   07:42
ვრცლად
ყაზახეთის ქალაქებში არეულობა და ძარცვა გრძელდება - რიგებია ბენზინგასამართ სადგურებთან და ბანკომატებთან, მაღაზიებში პურის უკმარისობაა​

ყაზახეთის ქალაქში ალმათში მარადიორობა გრძელდება - გაქურდულია არაერთი მაღაზია.

ბენზინგასამართ სადგურებთან და ბანკომატებთან დიდი რიგებია, მაღაზიებში პურის უკმარისობაა. მაცხოვრებლებს ფულადი სახსრები და კვების პროდუქტები უთავდებათ.

შეგახსენებთ, ყაზახეთში გაზის გაძვირების გამო, ერთდროულად რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები 2 იანვარს დაიწყო.  

ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოკაევმა საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. პრეზიდენტის განცხადებით, მიმდინარე პროტესტი ტერორისტული ქმედება და გარე აგრესიის აქტია, რაც საფრთხეს სახელმწიფოს მთლიანობას უქმნის. 

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

ალმათიში და დასავლეთ მანგისთაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საღამოს 23 საათიდან დილის 7 საათამდე ე.წ.კომენდანტის საათი დაწესდა. გარდა ამისა აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

ყაზახეთში საპროტესტო აქციების შედეგად დაკავებულია 4 000-მდე ადამიანი, ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა - 26-ს შეადგენს.

დღის ამბები