სტოლტენბერგის განცხადებას "კურიერთან" აფასებს საქართველოს ელჩი ნატოში. ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ ეს არის კიდევ ერთი გზავნილი მოსკოვისთვის, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება არ გადაიხედება და საქართველო ნატოს ერთგული პარტნიორია.
"ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი და განსაკუთრებით, რუსეთისთვის. ეს მხოლოდ საქართველოს, უკრაინის და ნატოს წევრების გადასაწყვეტია ამაში ვერანაირი მესამე მხარე ვერ ჩაერევა. ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება არ გადაიხდება.
იანვარშია დაგეგმილი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. სამიტისთვის მზადება ინტენსიურად მიმდინარეობს,"- აცხადებს დოლიძე.