საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს twitter-ზე ეხმაურება.
"ღრმად შეშფოთებული ვარ ყაზახეთში არსებული სიტუაციით. ვგმობ იმ ძალადობას, რაც ვიხილეთ და ვიმედოვნებ, რომ მოხდება სიტუაციის სწრაფი დეესკალაცია. სამოქალაქო პირების უფლებები და უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული. ჩვენ ყველას გვჭირდება გლობალური სტაბილურობა და მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერება," - წერს სალომე ზურაბიშვილი twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის ხელისუფლებამ 4 იანვარს თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ შეჩერებულა. ალმათიში პროტესტის პარალელურად გრძელდება მარადიორობა. არიან დაღუპულები და დაჭრილები.