სამაუწყებლო ქსელი "ამერიკის ხმა" "ფრიდომ ჰაუსის" 2020 წლის კვლევის ახალი თარიღით გამოქვეყნებისთვის ბოდიშს იხდის და სტატიას შესწორებას ურთავს.
"სტატია ეფუძნება "ფრიდომ ჰაუსის" 2021 წლის ანგარიშს, რომელიც 2020 წელს აფასებს და შესაბამისად, სიახლეს არ წარმოადგენს."ამერიკის ხმის" რედაქცია ბოდიშს უხდის მკითხველს დაშვებული შეცდომისთვის," - ნათქვამია "ამერიკის ხმის" შესწორებით ტექსტში.
2020 წლის "ფრიდომ ჰაუსის" კვლევა ქვეყნის დემოკრატიულ მაჩვენებლებს განიხილავს.
გუშინ აღნიშნული კვლევის გავრცელებას "ქართული ოცნებაც" გამოეხმაურა. მმართველმა პარტიამ მსგავსი ინფორმაციის დაგვიანებით გაჟღერება თემით მანიპულაციის მცდელობად შეაფასა.