ვინ მოიპოვებს მართვის სადავეებს "ნაციონალურ მოძრაობაში" - ბოლო პერიოდის პოლიტიკური განხილვების თემა, თუ ვისი გავლენა იქნება გადამწყვეტი ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში - ნიკა მელიასი თუ მიხეილ სააკაშვილის, შესაძლოა, ხვალ საჯარო გახდეს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური საბჭოს სხდომისთვის ემზადება, რომელიც ხვალ გაიმართება. "კურიერის" ინფორმაციით, ცვლილებები პარტიულ თანამდებობზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება.
ასევე "კურიერის" ინფორმაციით, შესაძლოა პარტიის კონკრეტული წევრების, კობა ნაყოფიასა და ზაალ უდუმაშვილის მიმართ გარკვეული თანამდებობრივი ცვლილებები განხორციელდეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აღნიშნულ ინფორმაციას "კურიერთან" არ ადასტურებენ.
"მაგაზე რა რეაქცია უნდა მქონდეს, ძალიან სასაცილოა, არ ვადასტურებ," - განაცხადა კობა ნაყოფიამ "კურიერთან". იგივე პასუხი აქვს ზაალ უდუმაშვილსაც.