ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების წინასასამართლო პროცესი გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატები მათ მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებიან.
ბოლო პროცესზე ერთ-ერთმა დაკავებულმა, აკო ჭელიძემ დანაშაული აღიარა, თუმცა ჯგუფურად მოქმედება უარყო. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, გიორგი კავილაძეს, ის ერთადერთ დანაშაულად იმ ფაქტს მიიჩნევს, რომ მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.
"დაცვის მხარის მიერ დაყენებული იქნა ორი შუამდგომლობა, რამდენიმე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის თაობაზე. ერთი გახლავთ ამოცნობის ოქმი და მეორე, ჩემს მიერ დაყენებული იქნა გიორგი კავილაძის ავტომანქანის დათვალიერების ოქმი არ შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მოვისმენთ ბრალდების მხარის პოზიციას ამ ორ შუამდგომლობაზე, თუმცა ვვარაუდობთ, რომ ალბათ არ დაეთანხმება," - ამბობს გიორგი კავილაძის ადვოკატი, გიორგი ტურაზაშვილი.
მკვლელობა თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე რამდენიმე თვის წინ მოხდა. ბრალდებულები პოლიციამ მოგვიანებით დააკავა.