რა შეიცვალა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" წევრთა გადანაცვლებით? - მთავარი ოპოზიციური პარტია ცვლილებებს პოლიტიკური საქმიანობის გაძლიერებითა და გაჯანსაღებით ხსნის.
სხვა ოპოზიციურ პარტიებში თვლიან, რომ ცვლილებები პარტიის შიდა საქმეა, მიზანი კი, პარტიაში მიხეილ სააკაშვილის პოზიციების განმტკიცებაა.
"თუკი გვინდა პოლიტიკურ არეალში ვიყოთ აქტუალურები და უფრო ანგარიშგასაწევი ძალა, პარტია იმაზე ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე ახლა არის. სტრუქტურული რეორგანიზაციები ათავისუფლებს ძალიან ბევრ ადგილს და პოზიციას. სულ მალე ნახავთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შემოუერთდება ამ პარტიას სხვადასხვა პოლიტიკურ თუ პარტიულ თანამდებობებზე. კობა ნაყოფიას სახით პოლიტსაბჭოს განახლება ნამდვილად ექნება და უფრო ქმედუნარიანი გახდება," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბაჩო დოლიძე.
"ნაციონალურ მოძრაობაში" საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გუშინ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.
თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიკა მელია კობა ნაყოფიამ ჩაანაცვლა, გენერალური მდივნის პოზიცია პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავა.