20 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
46 გარდაცვლილი და 5 486​ ინფიცირებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 5 486​ ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდს კიდევ 46 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 2 893 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 57 546 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 39 284, ხოლო PCR ტესტით -18 262.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელმა  9,53%, ბოლო 14 დღის განმავლობაში 8,1%, ხოლო ბოლო 7 დღეში - 9,63% შეადგინა.

დღიურად 10 881 აცრა ჩატარდა. სულ ქვეყანაში ჩატარებულია - 2 565 599 აცრა.

შეგახსენებთ, კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 968 313 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 916 421, ვირუსს ემსხვერპლა 14 264 ადამიანი.

დღის ამბები