16 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
დაველოდოთ სასამართლოს გადაწვეტილებას - დავით სერგეენკო ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, მმართველ გუნდში ეხმაურებიან.

დავით სერგეენკოს თქმით, წინასწარ შეფასებას ვერ გააკეთებს და ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას დაელოდება.

"მიუღებელია წინასწარ იმის ცოდნის გარეშე, თუ რა გადაწვეტილებას მიიღებს, ნებისმიერ შემთხვევაში უნდობლობის გამოცხადება. დაველოდოთ სასამართლოს გადაწვეტილებას და ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს შეფასებები," - განაცხადა დავით სერგეენკომ. 

ცნობისთვის, "ლელოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

დღის ამბები