16 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
წალენჯიხის საკრებულო თავმჯდომარის არჩევას დღეს ისევ შეეცდება

წალენჯიხის საკრებულო დღეს ისევ შეეცდება თავმჯდომარის არჩევას. სხდომა წარმომადგენლობით ორგანოში ამ წუთებში იწყება. აქ თავმჯდომარის არჩევა უკვე რამდენიმე კვირაა ვერ ხერხდება, ვინაიდან უმრავლესობა არცერთ პოლიტიკურ პარტიას აქვს.

წალენჯიხის 27-წევრიან საკრებულოში "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" 11-11 დეპუტატი ჰყავთ. 3 წევრი ჰყავს გიორგი გახარიას პარტიას, 1 დეპუტატი "ლელო-ს", ხოლო 1 დამოუკიდებელი კანდიდატია.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ბაჩანა ქანთარია ამბობს, რომ არცერთ მუნიციპალიტეტში არ არის ოპოზიციონერი დეპუტატი თანამდებობაზე, შესაბამისად თუ ცვლილებები არ იქნება, ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს კენჭისყრას.  

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ფრაქცია "საქართველოსთვის" გონერ კვარაცხელიას თქმით, კენჭისყრა დღეს არის და მოლოდინი აქვს, რომ ყველა დეპუტატი  გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს. 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ბესიკ ფარცვანია კი აცხადებს, რომ გახარიას პარტიას "საქართველოსთვის" აქვს გეგმა, თუ როგორ უნდა განაწილდეს თანამდებობები მუნიციპალიტეტში. 

"საქართველოსთვის" პარტიას უკვე ყავს კანდიდატი წინა საკრებულოს  სხდომაზე. ამასთან ერთად მან წამოაყენა ფორმულა, თუ როგორ უნდა განაწილდეს საკრებულოში თანამდებობები, ჩვენ გვქონდა ამ თემაზე კონსულტაციები და სავარაუდოდ დავეთანხმებით,"- აცხადებს ბესიკ ფარცვანია.

 

დღის ამბები