16 ნოემბერი 2024,   09:03
ვრცლად
სიტყვიერი დაპირისპირება და კამათი - წალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს 

წალენჯიხის საკრებულომ ახალი თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩია. სხდომა სიტყვიერი დაპირისპირებისა და კამათი ფონზე მიმდინარეობდა.

"ნაციონალური მოძრაობისთვის" მიუღებელი აღმოჩნდა გახარიას პარტიის წინადადება, რომლის თანახმადაც პოლიტიკური თანამდებობიდან 4 ადგილი "ქართულ ოცნებას" უნდა ეკავოს. ამ შემთხვევაში "ქართული ოცნება" მზად იყო ოპოზიციისთვის მხარი დაეჭირა.

საბოლოოდ, სხდომაზე პარტია "ლელოს" წარმომადგენელმა ახალი წინადადება წამოაყენა, რომლის თანახმადაც 9 თანამდებობიდან ოპოზიციონერი დეპუტატები დაიკავებენ 6 ადგილს, ხოლო "ქართული ოცნება" 3 ადგილს. საბოლოოდ სხდომა 20 იანვრამდე გადაიდო.

დღის ამბები