16 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით დაგეგმილ აქციაზე ენმ-ის წევრები დააკავეს

ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით დაგეგმილ აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ბესო ქათამაძე და შალვა თავდიშვილი დააკავეს.

შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსახლეობამ და ოპოზიციამ გზის გადაკეტვა სცადა, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

აღნიშნული გზის მშენებლობა 2021 წლის აგვისტოს თვიდან მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე არ დასრულებულა. როგორც მოსახლეობა ამბობს, ამ გზით სარგებლობა უკვე შეუძლებელია და დაუმთავრებელი სამუშაოების გამო უამრავი პრობლემა ექმნებათ.

დღის ამბები