16 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
"ნუ იქცევით ერთი სრულიად დაუმსახურებლად პრივილეგირებული პატიმრის შეკვეთების აღმსრულებლად" - დავით ზილფიმიანი სააკაშვილის ინიციატივაზე

ე.წ. შავი სია "ევროპელი სოციალისტებისთვის" მიუღებელია - დავით ზილფიმიანს ექსპრეზიდენტის ინიციატივა, რომელიც სპეციალური ვებგვერდის შექმნას გულისხმობს, არ მოსწონს. დავით ზილფიმიანი შავი სიის იდეას უგუნურებას უწოდებს.

"თავს ვალდებულად ვთვლი გამოვთქვა ჩემი შეშფოთება ნეოფაშისტურ ტენდენციასთან მიმართებით, რაც საზოგადოებას "ნაცმოძრაობის" ლიდერის სულიერი შთაგონებით მოევლინა ე.წ. შავი სიების სახით.

მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ეს უგუნურობა და ნუ იქცევით ერთი სრულიად დაუმსახურებლად პრივილეგირებული პატიმრის შეკვეთების აღმსრულებლად, რომლის ქაოტური და აგონიური ქმედებებიც მხოლოდ ერთ მიზანს - სატუსაღოდან რაიმენაირად თავის დაღწევის უსუსურ მცდელობებს ემსახურება," - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

დღის ამბები