პროგრესი არ არის, თუმცა ჯერ ჯერობით არც ომია. ჟენევაში მიმდინარე რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებები არაფრის გარეშე დასრულდა. შემდეგი რაუნდები ბრიუსელსა და ვენაში შედგება,
თუმცა უკვე ცნობილია, რომ დასავლეთი გავლენის სფეროების ახალ გადანაწილებაზე არ წავა. "ახალი იალტა" არ იქნება. მოსკოვის მუქარებს ვაშინგტონმა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ უპასუხა.
ამის მიუხედავად კრემლი ტონს ამძაფრებს და მადრიდის სამიტზე ნატოსგან უკვე ასეთ ჩანაწერს ითხოვს - "უკრაინა და საქართველო არასდროს გახდებიან ნატოს წევრები."
რუსეთი მხოლოდ ბუქარესტის სამიტის ჩანაწერის ჩასწორებას არ ითხოვს. მისი ულტიმატუმი აღმოსავლეთ ევროპიდან ამერიკული ჯარების გაყვანას და შეერთებული შტატების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცის სისტემის გატანას ეხება.
ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი თვლის, რომ მოსკოვის მუქარა მოსკოვის წინააღმდეგ მუშაობს და რუსეთი დასავლეთთან წაგებულ ომში შედის.