ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოზურგეთის მერის თანაშემწეს ბრალს დღეს წარუდგენენ, რის შემდეგაც სასამართლო უკვე აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. არჩილ ყაზაიშვილს ცოლზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ.
წინასწარი ინფორმაციით, საჯარო მოხელემ ქალზე მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით იძალადა.
ადვოკატის თქმით, საქმის მასალები მას ჯერ არ გადასცემია, ხოლო თავად დაკავებულს ბრალთან დაკავშირებით პოზიცია არ გამოუხატავს. გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, მას მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პრესასთან ურთიერთობა აუკრძალა.