16 ნოემბერი 2024,   09:06
ვრცლად
კვორუმის არარსებობის გამო ჩაშლილი რამდენიმე სხდომის შემდეგ, ზუგდიდის საკრებულო თავმჯდომარის არჩევას დღეს კიდევ ერთხელ შეეცდება

ზუგდიდის საკრებულო დღეს ისევ შეეცდება თავმჯდომარის არჩევას. წინა რამდენიმე სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. სენაკის და წალენჯიხის მსგავსად, ზუგდიდშიც უმრავლესობის პრობლემაა, შესაბამისად, თავმჯდომარის არჩევა ჭიანურდება.

ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხათუნა შამუგიას თქმით, შეთანხმება პოლიტიკური თანამდებობების განაწილებაზე არ არის მიღწეული შესაბამისად, არ დაესწრება საკრებულოს სხდომას. 

"დღეს "ნაციონალური მოძრაობა" არ დაესწრება სხდომას, ვინაიდან არ არის შეთანხმება მიღწეული და აქ ექსკურსიაზე სიარულს აზრი არ აქვს. აქ, პირველ რიგში, ზუგდიდის და ზუგდიდელების ინტერესებია მხოლოდ გასათვალისწინებელი. გახარიას პარტიამ თავისი გადაწყვეტილებით უნდა დაამტკიცოს, რომ ის არის ნამდვილად ოპოზიციური პარტია, პოლიტიკა, ზოგადად, კომპრომისების ხელოვნებაა და უნდა ისწავლოს ეს,"-აცხადებს ხათუნა შამუგია

ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ზუგდიდი - საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიგა ფარულავა კი ამბობს, რომ მათ არ აქვთ ახალი წინადადებები, პარტია "საქართველოსთვის" არავის არ სთავაზობს პოლიტიკურ თანამდებობებს.  

"ჩვენ ახალი წინადადებები არ გვაქვს, არავის ვთავაზობთ პოლიტიკურ თანამდებობებს. ჩვენ ვთავაზობთ მუნიციპალიტეტის კრიზისიდან გამოყვანას, რაც მდგომარეობს დაბალანსებულ მმართველობაში. შესაბამისად, ორივე პარტიას აქვს შესაძლებლობა, რომ მოვიდეს საკრებულოს სხდომაზე და გამოავლინოს თავისი ნება, როგორც წინა საკრებულოს სხდომაზე ვნახეთ მათი ნება იყო ის, რომ  არცერთი პარტია არ ღებულობს საკრებულოს სხდომაში მონაწილეობას. ბუნებრივია, ეს არის მოქალაქეების და ქალაქის საზიანოდ გადადგმული ნაბიჯი, როლებიც ვერ ამბობენ უარს ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე," -აცხადებს გიგა ფარულავა

რაც შეეხება ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი გოგოხია არ არის დარწმუნებული, რომ კვორუმი შედგება.

დღის ამბები