16 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
"რუსული აგრესიის პირობებში, დასავლეთს სჭირდება ევროპის უსაფრთხოებისა და შავი ზღვის პარტნიორობის გაძლიერება" - "ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტი"

"რუსული აგრესიის პირობებში, დასავლეთს სჭირდება ევროპის უსაფრთხოებისა და შავი ზღვის პარტნიორობის გაძლიერება" - აღნიშნული სათაურით ვრცელ სტატიას ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტი ავრცელებს.

ავტორის თქმით, რუსეთი ცდილობს გავლენის გაძლიერებას დამოუკიდებელ სუვერენულ დემოკრატიებზე, როგორიცაა უკრაინა, საქართველო და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

შესაბამისად, რუსეთი სთხოვს შეერთებულ შტატებს არა მხოლოდ საკუთარი გავლენების შემცირებას, არამედ დახმარების გაწევას დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენული უფლებების დარღვევაში.

ავტორის თქმით, რუსული ულტიმატუმების ეს ახალი რაუნდი რომ დაირღვეს ნატო-ს ვალდებულებები საქართველოსა და უკრაინის მიღების შესახებ, ბოლო არ იქნება.

"შავი ზღვის რეგიონი და განსაკუთრებით საქართველო და უკრაინა წარმოადგენენ იმ ადგილებს, სადაც რუსული აგრესია ყველაზე საშიშია." - წერია სტატიაში
 

დღის ამბები