16 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
ნებისმიერი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად, დასავლელ პარტნიორებთან კოორდინირებული მუშაობა ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია - დავით ზალკალიანი

ალიანსისთვის მიუღებელი პირობების წამოყენებით რა თამაშს თამაშობს რუსეთი, რომელმაც რეალურად იცის, რომ NATO თვითდაზიანებას არ მიიყენებს და უარს არ იტყვის საკუთარ პრინციპზე და ღია კარის პოლიტიკაზე.  როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი "რუსთავი2"-თან საუბარში ამბობს, რუსეთმა ხელოვნურად შექმნა ეს კრიზისი, საკუთარი თავის ანგარიშგასაწევ ძალად წარმოჩენისთვის და პირობების თამასაც ასწია, რომ უფრო მეტი სარგებელი მიიღოს ამ კრიზისიდან. დავით ზალკალიანს მოუწია კითხვაზე პასუხის გაცემაც, თუ რა გეგმა აქვს საქართველოს, თუ მიღებულით უკმაყოფილო რუსეთი უკრაინაში მაინც შეიჭრება.

"ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან, როგორც ჩვენ, ისე თავდაცვის სამინისტროს, გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია,  შესაძლო სცენარებთან დაკავშირებით. ნებისმიერი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად, რადგან ეს ეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და კოორდინირებული მუშაობა ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. დღესაც შედგება თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და ნატოელ პარტნიორებს შორის კომუნიკაცია," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები