16 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო გაიმართება - პროცესს ბრალდებული ექსპრეზიდენტი დაესწრება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს, სადაც ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტია. პროცესს - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება. ექსპრეზიდენტის უფლებადამცველის განმარტებით, დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს. 

"პროცესი, რომელიც უნდა გაიმართოს შეეხება ე.წ. საზღვრის კვეთის საკითხს, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს ედავებიან საქართველოში დაბრუნებას. დაცვის მხარე სრულად მიიღებს პროცესში მონაწილეობას. ასევე პროცესს დაესწრება თავად საქართველოს მესამე პრეზიდენტიც. გვექნება რამდენიმე შუამდგომლობა, რომელსაც ბუნებრივია, რომელსაც სხდომაზევე გავაჟღერებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროცესიც იყოს "ლაკმუსის ქაღალდი" და დემონსტრატორი იმისა, თუ რა ხდება ქართულ მართლმსაჯულებაში," - განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთისთვის 1 ოქტომბერს დააკავეს, იგივე საქმეზე გამოძიებას კიდევ 3 ბრალდებული ყავს.

დღის ამბები