გაუუქმდება, თუ არა თაღლითობაში დადანაშაულებულ ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო მანდატი - საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, შესაძლოა, მისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს.
საკითხზე საპროცედურო და წესების კომიტეტმა უნდა იმსჯელოს, რეგლამენტში კი წერია, რომ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, თუ იგი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ.
შეგახსენებთ, გუშინ პირველი ინსტანციის სასამართლომ ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ავთანდილ წერეთელი, თაღლითობაში დამნაშავედ სცნო, მათ შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიესაჯათ, თუმცა საქმის ხანდაზმულობის გამო სამივემ, საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდა.