საახალწლო ღონისძიებებისთვის მზადება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.
ხელოვნების სასახლის წინ, კალანდობასთან დაკავშირებით, ღონისძიებები 16:00 საათიდან დაიწყება და სადაც წარმოდგენილი იქნება: საბავშვო გასართობი სივრცე, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა, საღამოს დაგეგმილია კონცერტიც.
საქართველოს ყველა რეგიონში, საახალწლო ღონისძიებები პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან იმართება.