16 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
საქართველოს NATO-ში გაწევრიანება და რუსეთის აგრესია - რა პრეტენზიებია ოპოზიციაში მმართველი გუნდის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით

საქართველოს ნატოში გაწევრიანება და რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები - პარლამენტი თავდაცვის, უშიშროებისა და საგარეო საქმეთა კომიტეტების ერთობლივი სხდომისთვის ემზადება.

მომხსენებლები საგარეო და თავდაცვის მინისტრების მოადგილეები იქნებიან. ძირითადი საკითხი სწორედ ქვეყნის ჩრდილო ატლანტიკური მომავალი, გამოწვევები და წინაპიროებებია

სხდომას ოპოზიციაც დაესწრება ისინი თვლიან, რომ რუსეთი უკვე ღიად უყენებს საქართველოს წინაპირობებს და რუსულმა აგრესიამ იმატა, მმართველი გუნდი კი არ დგამს სწორ ნაბიჯებს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. 

პარლამენტის ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს აგრესიულად ესხმის თავს. 

"ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის აგრესიულ თავდასხმაზე გადავიდა. ჩვენი საგარეო უწყება და ხელისუფლება ეფექტიან ნაბიჯებს ნამდვილად არ დგამენ ქვეყნის ინტერესებისთვის. მე ძალიან ბევრი შეკითხვა მექნება,"- აცხადებს სამადაშვილი. 

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა გადამწყვეტია. 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია აცხადებს, რომ რუსეთის მოთხოვნები ალოგიკურია და ნატოს ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება. 

"რუსეთის მოთხოვნები ნამდვილად ალოგიკურია, ჩვენი დასავლური პარტნიორები მხარს გვიჭერენ და ნატოს ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხდება,"- აცხადებს ბერაია. 

დღის ამბები