პარტია "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება არ უნდა შეუწყდეს.
როგორც მან განაცხადა, საუბარია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც სინამდვილეში, თავისი შინაარსით კოალიციაში მოდის და შეუთავსებელია სასამართლოს გადაწყვეტილებასთან.
"პატიმარს ციხეში ჯდომა რომ უწევდეს, ის თან ვერ იქნება პარლამენტის წევრი და ამიტომ, ეს გადაწყვეტილება დღის წესრიგში შეიძლება დადგეს, მაგრამ სასამართლომ თქვა, რომ მივუსაჯე, მაგრამ ძალაში არ არის, რადგან დანაშაული ხანდაზმული არისო, ამიტომ ვფიქრობ, რომ ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში არ უნდა დადგეს," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ფრაქცია "ლელოს" თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს.
შეგახსენებთ, გუშინ პირველი ინსტანციის სასამართლომ ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ავთანდილ წერეთელი, თაღლითობაში დამნაშავედ სცნო, მათ შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიესაჯათ, თუმცა საქმის ხანდაზმულობის გამო სამივემ, საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდა.