16 ნოემბერი 2024,   09:00
ვრცლად
"მოქალაქეები" ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერენ 

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება არ უნდა შეუწყდეს. 

"თუ ეს საკითხი დაიძრა, ცხადი იქნება, რომ არის პოლიტიკური ანგარიშსწორება. პირველივე დღიდან ცხადი იყო, რომ საქმე გვქონდა სწორედ ამ ვითარებასთან. ჩვენ, როგორც ნიკა მელიას, ასევე ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაშიც სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის წინააღმდეგი ვიქნებით. ერთადერთი მხარი დავუჭირეთ მამუკა ხაზარაძის და ზურაბ ჯაფარიძისთვის მანდატის შეჩერებას, რადგან ამას თავად ითხოვდნენ. თუ ადამიანს არ უნდა პარლამენტის წევრი იყოს, ძალით ხომ არ დააბამ? ერთია, ხაზარაძის მიმართ ჩემი დამოკიდებულება, მაგრამ პირველივე დღიდან ცხადი იყო, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორებას ჰქონდა ადგილი და გუშინდელი გადაწყვეტილებაც ამის დასტური იყო. ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორია პოლიტიკური მართლმსაჯულება,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

ფრაქცია "ლელოს" თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს. 

შეგახსენებთ, გუშინ პირველი ინსტანციის სასამართლომ ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ავთანდილ წერეთელი, თაღლითობაში დამნაშავედ სცნო, მათ შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიესაჯათ, თუმცა საქმის ხანდაზმულობის გამო სამივემ, საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდა.  

დღის ამბები