მსჯავრდებულმა მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას მოსამართლეს კითხვით მიმართ - თუ რატომ არ ასამართლებენ გარდაცვლილ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას საზღვრის უკანონო კვეთისთვის.
"ზვიად გამსახურდიას რატომ არ ასამართლებთ საზღვრის უკანონო კვეთისთვის? აა, უკვე ვეღარ ასამართლებთ იმიტომ, რომ მოკალით ხომ? თორემ, რომ დაეჭირათ ზვიადი, რომელსაც მე მივანიჭე საქართველოს ეროვნულუი გმირის წოდება, ის აუცილებლად გასამართლდებოდა უკანონო რეჟიმის მიერ, რომელმაც რუსეთის ჯარების დახმარებით მოახდინა გადატრიალება საქართველოში,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.
მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთისთვის 1 ოქტომბერს დააკავეს, იგივე საქმეზე გამოძიებას კიდევ 3 ბრალდებული ჰყავს.