16 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
აქ მიდის პოლიტიკური პროცესები და აქედან გამომდინარე მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ტრიბუნას იყენებს - რომან გოცირიძე სასამართლოზე  

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებული პრეზიდენტის სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში აქცია მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებისა და მხარდამჭერებისთვის მნიშვნელობა არ აქვს დაარღვია, თუ არა ყოფილმა პრეზიდენტმა კანონი და მაინც მის გათავისუფლებას ითხოვენ. ტერიტორიას პოლიცია იცავს. 

"სასაცილოა ახლა კანონიერებასა და არაკანონიერებაზე საუბარი სასამართლოს მიერ, ამიტომ ეს არ არის ახლა მთავარი, აქ მიდის პოლიტიკური პროცესები და აქედან გამომდინარე პოლიტიკურ ტრიბუნას იყენებს მიხეილ სააკაშვილი," - განაცხადა ენმ-ს წევრმა რომან გოცირიძემ.

ადგილზე მყოფი პირები აცხადებენ, რომ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა საქართველოში კანონიერი არ იყო, თუმცა იყო აუცილებელი და ის საქართველოში ქართველი ხალხის დასახმარებლად და საქართველოს გადასარჩენად ჩამოვიდა.

დღის ამბები