16 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
მაქვს მოლოდინი, რომ დაცვის მხარე დღეს დააყენებს შუამდგომლობას და აღიარებენ ჩადენილ ქმედებას - სააკაშვილის საქმის პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმის პროკურორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და ამის უამრავი მტკიცბეულება არსებობს. 

"უკრაინის მოქალაქე ძებნილი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი და იმყოფება დღეს საქართველოში ამაზე მყარი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს. ელგუჯა ცომაიას, წოწორიების ჩვენება ეს არის დამატებითი მტკიცებულება. 

მაქვს მოლოდინი, რომ დაცვის მხარე დღეს შუამდგომლობას დააყენებს და აღიარებენ ჩადენილ ქმედებას. 

იმედი მაქვს, რომ დღესვე დაკითხვანე წოწორიებს და ცომაიას, რომლებიც მზად არიან დღესვე მისცენ ჩვენება მიხეილ სააკაშილის თანდასწრებით,"- აცხადებს ვეფხვაძე.

დღის ამბები