16 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
ისტორიული უსამართლობაა, რაც ახლა, ამ კედლების მიღმა ხდება - ნიკა მელია სააკაშვილის სასამართლო პროცესზე

სასამართლო სხდომის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გრძელდება. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თქმით, ის რაც საქალაქო სასამართლოს კედლების მიღმა ხდება ისტორიული უსამართლობაა. ნიკა მელიას სჯერა, რომ ოპოზიციის შრომა შედეგს გამოიღებს, მათ შორის იმ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ნაწილში. 

"ბევრ ფრონტზე გვიწევს ერთდროულად მუშაობა და მჯერა, რომ ჩვენი შრომა გამოიღებს შედეგს ბევრი მიმართულებით, მათ შორის იმ მიმართულებით, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ტყვეობა ჰქვია, უბრალოდ ისტორიული უსამართლობა თუ კი რამე არის, არის ის, რაც ახლა ხდება ამ კედლების მიღმა," - განაცხადა ნიკა მელიამ.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარე
ხატია დეკანოიძე კი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული ყველა საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. 

"მიხეილ სააკაშვილის ყველა საქმე თითქმის არის პოლიტიკურად მოტივირებული, ამიტომ შესაბამისად იმისთვის დასჯა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, რომ ის სამშობლოში დაბრუნდა მაშინ, როდესაც ჩვენ ვიცით როგორია დამოკიდებულება რეჟიმის მის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდის ნაწილს, რომელიც აქვს "ქართულ ოცნებას" და ამ რეჟიმს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის სისხლის სამართლის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობდა.

მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთისთვის 1 ოქტომბერს დააკავეს, იგივე საქმეზე გამოძიებას კიდევ 3 ბრალდებული ჰყავს.

დღის ამბები