16 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
კრემლის მიერ აშშ-სა და ნატოში გაგზავნილი 2 დოკუმენტიო ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს ომში გამარჯვებული, დამარცხებულს სთხოვს დაზავდნენ - გრიგოლ ვაშაძე 

საქართველოს ნატოში გაწევრიანება და რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები. პარლამენტში თავდაცვის, უშიშროებისა და საგარეო საქმეთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა იწყება. მომხსენებლები საგარეო და თავდაცვის მინისტრების მოადგილეები არიან.

ძირითადი საკითხი სწორედ ქვეყნის ჩრდილო ატლანტიკური მომავალი, გამოწვევები და წინაპირობებია. სხდომა მედიისთვის დახურულია და მას ოპოზიციაც ესწრება.

პარლამენტის წევრი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ კრემლის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ქმედება იდიოტიზმია. 

"რუსეთის ის ორი დოკუმენტი, რომელიც კრემლმა გაუგზავნა აშშ-ს და ნატოს. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს თითქოს ომში გამარჯვებული, ომში დამარცხებულს სთხოვს, რომ დათანხმდეს ზავის პირობებზე. მე არ მინახავს, რომ კრემლს და საგარეო საქმეთა სამინისტროს ამისთანა იდიოტიზმი გაეკეთებინოს,"-აცხადებს ვაშაძე. 

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი აცხადებს, რომ მსოფლიოში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. 

"მსოფლიოში ახლა მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს ეს პროცესები, რომელიც არის ინსპირირებული რუსეთის აგრესიული პოლიტიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი იყოს ძალიან მაღალ დონეზე დაყენებული. ყველა ემხრობა საქართველოს სუვერენიტეტს,"-აცხადებს ტალიაშვილი. 

დღის ამბები