საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მსჯელობა გრძელდება - პროცესს კი, მიხეილ სააკაშვილი უკვე აღარ ესწრება. ყოფილმა პრეზიდენტმა თითქმის საათნახევრიანი სიტყვის შემდეგ სხდომა დატოვა. ვრცელ განცხადებაში სააკაშვილმა ბრალდების საქმესთან ერთად, პოლიტიკურ პროცესებზეც ისაუბრა, ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდა და მისცა ვადაც გაზაფხულამდე რიგგარეშე არჩევნებისთვის.
"ბატონ წოწორიებსა და ელგუჯა ცომაიას მინდა ბოდიში მოვუხადო, რომ ჩემს გამო დააკარგვინეს ეს დრო. მე თავიდანვე მოვუწოდე მათ, რომ ყველაფერს, რასაც ეტყოდნენ დაეწერათ. იცით სად გადავლახე საზღვარი ერთხელ არალეგალურად ასლან აბაშიძეს, რომ ეყენა საბაჟო, ალიკა ქობალიამ ჩამსვა თავისი პიკაპის საბარგულში, გადამაფარა ბრეზენტი და ასე შევედი. სირცხვილი არ არის სააკაშვილი, რომელმაც გაგიუქმათ ეს საზღვარი, მალულად ,რომ დადის ბათუმში? ნუთუ მე არ მაქვს უფლება, ჩემს ცხოვრებაში, სიკვდილამდე ერთხელ ბათუმში გავიარო თავისუფლად, რომელიც მე ავაშენე?"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სხდომაზე, ახლა მოწმეებს მამა-შვილ წოწორიების, ელგუჯა ცომაიას და გიორგი ნარიმანიძის ჰკითხავენ.