16 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
ელგუჯა ცომაიას განცხადებით, მას შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, გია ლორთქიფანიძე დაუკავშირდა და სააკაშვილის საქართველოში შემოყვანაში დახმარება სთხოვა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული ელგუჯა ცომაია ჩვენებას აძლევს.

ცომაია დეტალურად ყვება, თუ ვინ დაუკავშირდა მას და ვინ სთხოვა მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში გადმოყვანაში დახმარება.

როგორც ბრალდებული აღნიშნავს, მას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე, გია ლორთქიფანიძე დაუკავშირდა, რომელმაც მას დახმარება სთხოვა.

ცომაიას თქმით, ის სააკაშვილის საქართველოში შემოყვანაში დახმარებას ლორთქიფანიძის მხრიდან დახმარების სანაცვლოდ დაპირდა.

ბრალდებულის თქმით, არაჟნით დატვირთული სატვირთო მანქანით მან საბაჟო კონტროლი უპრობლემოდ გაიარა, ვინაიდან ის ბევრი წელია, უკრაინაში დადის.

ელგუჯა ცომაიას მძიმე დანაშაულის დაფარვასა და საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებას ედავებიან. ის ბრალს აღიარებს.

დღის ამბები