"ქართული ოცნება" აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს არგუმენტები არ აქვს საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით, ამიტომ მან ყველა სხვა საკითხზე ისაუბრა, გარდა ამ დანაშაულისა.
"ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ხიბლშია ჩავარდნილი :
"სააკაშვილი ხიბლშია ჩავარდნილი, ამას ხიბლის ცოდვას ეძახიან. რეალობას არ უსწორებს თვალს, ვფიქრობ ნაციონალები აღიქვამენ, რომ მის გარდა ოპოზიციაში ლიდერი არ არსებობს. ენმ კი ცდილობს, რომ სააკაშვილის ბოდვები გაამართლოს,"-აცხადებს გია ვოლსკი.