16 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
ელგუჯა ცომაიას ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოსი დაბრუნება უაღრესად მშვიდობიანი იყო - ბექა ბასილაია

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი დასრულებულია. სასამართლო 4 თებერვალს გაგრძელდება. მას შემდეგ, რაც ვრცელი სიტყვის შემდეგ, ექსპრეზიდენტმა სასამართლო სხდომა დატოვა, გამოკითხეს ელგუჯა ცომაია, რომელიც ამ საქმეზე ბრალდებულია. მან გაიხსენა ვინ დაუკავშირდა და ვინ სთხოვა დახმარებოდა მიხეილ სააკაშვილს.

"საუბარი იყო ყველა იმ დეტალზე, რამაც მისი საქართველოში დაბრუნება განაპირობა. ეს საკითხები არის პოლიტიკური, ისტორიული და იურიდიული კატეგორიების მიღმაა. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნება არ შეიძლება შეფასდეს საზღვრის პროცედურების დარღვევად. რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, მისი ჩვენებით კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნება უაღრესად მშვიდობიანი იყო,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია. 

პროკურორის განმარტებით, ბრალდებულმა ელგუჯა ცომაიამ წარმოადგინა დამატებით მტკიცებულება, თუ როგორ დაგეგმა მიხეილ სააკაშვილმა უკანონოდ შემოსვლა საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე.

"სასამართლო პროცესზე გამოცხადებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის საქართველოში საზღვრის უკანონო კვეთით შემოვიდა და ჩაიდინა სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედება. რაც შეეხება მტკიცებულებების გამოკვლევას, სასამართლო პროცესზე დაიკითხა ელგუჯა ცომაია, რომელმაც დეტალურად განმარტა თუ ვინ სთხოვა დახმარება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოსაყვანად. მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა, რომელიც საერთოდ კავშირში არ იყო საქმესთან დაკავშირებით,"- აცხადებს პროკურორი ლევან ვეფხვაძე. 

დღის ამბები