სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებების კანონპროექტზე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ლოგიკურად მიიჩნევენ მმართველ გუნდში.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ცვლილებების დაჩქარებული წესით დამტკიცების მიუხედავად - ინსპექტორის სამსახურსა და საერთო სასამართლოებთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვები ამომწურავი იყო და ისინი სამართლებრივად სრულად გამართულია.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა არ გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული ვეტოს უფლება და კანონებს ხელი ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე მოაწერა. შედეგად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 1 მარტიდან ოფიციალურად გაუქმებულია.