16 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
საკრებულოს შენობის აივნებიდან სახელმწიფო დროშები გადმოიფინა

ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები საკრებულოს შენობის აივნებიდან გადმოიფინა.

თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით გამართული ღონისძიების ფარგლებში, მოსახლეობას სახელმწიფო დროშები და საინფორმაციო ბუკლეტებიც დაურიგდა.

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ნინი ვარდოსანიძემ დროშის დღესთან დაკავშირებით საკრებულოში კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, საკრებულომ კიდევ ერთხელ გამოხატა პატივისცემა საქართველოს დროშის მიმართ და ყველას მოუწოდა, აქციას შეუერთდეს. 

"უკვე რამდენიმე წელია თბილისის საკრებულოში შენობის აივნებიდან ხდება საქართველოს დროშების გადმოფენა. რა თქმა უნდა, წელსაც ეს ტრადიცია შესრულდა, რითაც გამოვხატეთ პატივისცემა სახელმწიფოს ამ ერთ - ერთი უმთავრესი სიმბოლოს მიმართ. მე კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ და მოგიწოდებთ, შემოუერთდეთ ამ ძალიან მნიშვნელოვან და საამაყო აქციას," - განაცხადა ნინი ვარდოსანიძემ

 

დღის ამბები