პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცესკოს თავმჯდომარეობის მსურველებთან გასაუბრება დასრულდა.
მსურველი 4 კანდიდატია, თუმცა მათგან მხოლოდ სამი შეირჩევა და ჯერ პრეზიდენტს, შემდეგ კი პარლამენტს წარედგინება.
კანდიდატებს შორის საარჩევნო ადმინისტრაციის მოქმედი თავმდჯომარეცაა, რომელსაც ვადა ეწურება.
"ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ დამერწმუნებინა ყველა კომისიის წევრი იმაში, რომ ჩემი კანდიდატურა მხარდაჭერას საჭიროებს. 6 თვით საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევა, ფაქტობრივად, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება,"- აცხადებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი თენგიზ თევზაძე კი ამბობს, რომ ცესკოს ნეიტრალური თავმჯდომარე უნდა ჰყავდეს და მოლოდინი აქვს, რომ მას კომისია დადებითად შეაფასებს.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი, ამბობს, რომ ზოგიერთი პარტია თუ ორგანიზაცია პროცესის დისკრედიტირებას ცდილობს.
"ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი პარტია თუ ორგანიზაცია ცდილობს ამ პროცესის დისკრედიტირებას. ამით ისინი არათუ უნდობლობას უცხადებენ პროცესს, არამედ პირდაპირი მანდატის მქონე საქართველოს პრეზიდენტს, რაც მიუღებელია, რა თქმა უნდა,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.