ცესკო ახალი თავმჯდომარის მოლოდინშია. სწორედ დღეს გაირკვევა გუშინდელი გასაუბრების შედეგი.
სალომე ზურაბიშვილის მიერ დაკომპლექტებულმა კომისიამ თავმჯდომარეობის 4 და წევრობის 7 მსურველს მოუსმინა, მათგან სამ-სამი შეირჩევა და ჯერ პრეზიდენტს წარედგინება, შემდეგ კი პარლამენტს. საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარეობა, კიდევ ერთი ვადით, მოქმედ ხელმძღვანელსაც სურს.
ცესკოს თავმჯდომარის და წევრების შესარჩევი კომისიის მდივანი ნატალია ხუხიაშვილი აცხადებს, რომ მთავარი კრიტერიუმები არის - პროფესიონალიზმი, გამოცდილება, დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.