25 აპრილი 2024,   21:14
ვრცლად
პრეზიდენტის მიერ შექმნილმა კომისიამ, ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე 3 კანდიდატი შეარჩია

გიორგი კალანდარიშვილი, თამაზ ფოლადაშვილი და თენგიზ თევზაძე - პრეზიდენტის მიერ შექმნილმა კომისიამ, ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე 3 კანდიდატი შეარჩია.

შერჩეული კანდიდატურები და კომისიის გადაწყვეტილება, ხელმოსაწერად პრეზიდენტს უკვე გადაეგზავნა. 

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ მათი ნდობა ამ პროცესისადმი ნულოვანია. 

"მიუხედავად პროცედურების გამჭვირვალობისა, ჩვენ ვნახავთ რომ ზუსტად იმ ადამიანებს მოიწონებენ პრეზიდენტთან, რომლებიც ცესკოს მოქმედი თანამშრომლები არიან და პარლამენტიც ზუსტად ამ ხალხს აირჩევს,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი პაატა მანჯგალაძე.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ კანდიდატების არჩევის პროცესი ძალიან მაღალ დონეზეა ორგანიზებული. 

დღის ამბები