16 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები "ნაციონალურ მოძრაობაში" - რაზე ითათბირეს პარტიაში

"ნაციონალურ მოძრაობაში" რამოდენიმე დღეა კონსულტაციები მიმდინარეობს. პარტიის წევრების თქმით, დაგეგმილია საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები და პარტიაში ახალ სამდივნოზე მიმდინარეობს მუშაობა, რომელიც 12 ადამიანისგან დაკომპლექტდება. დღეს პარტიაში ამ საკითხზე შეხვედრა გაიმართა. 

"იქნება აღმასრულებელი რგოლი, რომელიც ყოველდღიურად იმუშავებს პარტიაში და ეს არის ერთ-ერთი გზა წარმატების. ეს ის პროცესია, რაც, პრინციპში, ნიკა მელიამ დაიწყო შარშან, მაგრამ მალევე ის დაიჭირეს და ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა. ახლა კი ვაგრძელებთ,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დილიძე. 

დღის ამბები