20 ნოემბერი 2024,   13:16
ვრცლად
რამდენად არიან მზად საჯარო და კერძო სკოლები ხვალიდან სასწავლო პროცესის გასაახლებლად - განათლების მინისტრის მოადგილე სამზადისს გაეცნო

რამდენად მზად არიან საჯარო და კერძო სკოლები ხვალიდან სასწავლო პროცესის გასაახლებლად - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე სკოლებში სამზადისს გაეცნო. უწყებაში აცხადებენ, რომ კოვიდვირუსის გამოვლენის შემთხვევაში წერტილოვან შეზღუდვებს აამოქმედებენ.

სამინისტრო მშობლებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ სწავლების დისტანციური ფორმა.

"განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ძალიან დიდი სამუშაო აქვს ჩატარებული იმისთვის, რომ უსაფრთხო სკოლაში შემოვუშვათ ბავშვი, ყველა სკოლა არის მზად, რომ მივიღოთ საკლასო ოთახებში ჩვენი შვილები და რაც მთავარია, გარემო იყოს სრულიად უსაფრთხო.

პარალელურად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ თუ რომელიმე მშობელს მიაჩნია, რომ ონლაინ ფორმა უნდა იყოს მისი შვილისთვის უფრო მისაღები, რასაკვირველია ჩვენ ამის საშუალებასაც ვაძლევთ მშობლებს," - განაცხადა განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა.

დღის ამბები