აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კარენ დონფრიდმა დავით ზალკალიანთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის და ევრაზიის ბიუროს "ტვიტერის" გვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც სოციალურ ქსელში წერია, კარენ დონფრიდმა ასევე გამოთქვა მხარდაჭერა საქართველოს უფლების მიმართ, თავად აირჩიოს ალიანსები.