18 ოქტომბერი 2024,   06:10
ვრცლად
პირსინგის გამო ქუთაისში ბრიტანელ ტურისტს სცემეს

ქუთაისში ბრიტანელ ტურისტს სცემეს. ინფორმაციას თავად დაზარალებული ავრცელებს. მისი თქმით, დაპირისპირება ერთ-ერთი კვების ობიექტში პირსინგის გამო დაიწყო.

მოგვიანებით კი უცნობი მამაკაცი ტურისტს ქუჩაში დახვდა ფიზიკურად დაუპირისპირდა. ბრიტანეთის მოქალაქე მომხდარზე კამერებთან, ჯერჯერობით, არ საუბრობს.

ფაქტს უარყოფითად აფასებენ ქუთაისში, სამოქალაქო აქტივისტების თქმით, მსგავსი ფაქტები ტურიზმის განვითარებაზე უარყოფითად აისახება. ისინი სამართალდამცავებისგან შესაბამის რეაგირებას ითხოვენ.

დღის ამბები